LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მესაზღვრეებმა რუსი ბაიკერები ქვეყანაში არ შემოუშვეს

121

საქართველოს ტერიტორიაზე ქართველმა მესაზღვრეებმა 50 -მდე რუსი ბაიკერი   არ შემოუშვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

„დამშვიდდით, ისინი შემოსვლას არ აპირებენ“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით ბაიკერებთან დაკავშირებით, მესაზღვრემ გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღო. ბაიკერებმა საქართველოში შემოსვლის მიზანი ვერ დაასაბუთეს.

”მესაზღვრეს აქვს უფლება პირს გამოკითხოს ვინაობა, მგზავრობის მიზანი და შეასაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება, სწოორედ ამ კანონის საფუძველზე მიიღო მესაზღვრემ გადაწყვეტილება”. – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მომხდარზე წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბაიკერი დიმიტრი ხრიპკოვი.

”მოგვივიდა შეტყობინება, რომ მაისის დღესასწაულების დასრულებამდე საქართველოს საზღვარი დაკეტილია და ვინც საზღვარზე დგას დაბრუნდით ვლადიკავკაზში” –  წერს სოციალურ ქსელში  ხრიპკოვი.

საზღვრიდან გააბრუნეს კიდევ ერთი მოტოციკლისტი პაველ იარცევი.

”გუშინ ღამით დაახლოებით 22:00 საათზე ლარსის სასაზღვრო -გამშვებ პუნქტზე მივედი, ადგილზე სხვა მოტოციკლისტებიც იმყოფებოდნენ, მესაზღვრემ გამომართვა პასპორტი, დამისვა კითხვები, 40 წუთში დამიბრუნეს  საბუთი და მითხრეს რომ არ მაძლევდნენ საქართველოში შესვლის უფლებას.” – წერს მოტოციკლისტი პაველ იარცევი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g