LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს.. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია 3 საათი გაგრძელდა“ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

150
Untitled design (9)

„ქართველმა მეზღვაურებმა 34 ადამიანი გადაარჩინეს,“ – ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

„20 იანვარს, ღამის საათებში ხმელთაშუა ზღვაში მცურავ გემ Lider Halil-ს კუნძულ კრეტას სამაშველო სამსახური დაუკავშირდა და მათთან ახლოს მყოფი მიგრანტების ნავის შესახებ შეატყობინა, სადაც ოცდახუთამდე ადამიანი იმყოფებოდა და შველას ითხოვდა.

ქართველი კაპიტნის, ვაჟა ჯანგველაძის მეთაურობით დაუყოვნებლივ დაიწყო სამაშველო-სამძებრო ოპერაცია, რომელიც 3 საათი გაგრძელდა (20:00-23:00).

ეკიპაჟის პროფესიონალიზმისა და ძალისხმევის წყალობით, 34 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.

აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟის 14 წევრიდან სამი ქართველი მეზღვაურია: კაპიტანი ვაჟა ჯანგველაძე, უფროსი თანაშემწე როდამ ფუტკარაძე და მეორე მექანიკოსი ჯივან გურგენიძე,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.