LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა მოციგურავეებმა ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს

339
71056810-2302975996679664-4166784357828132864-n

იუნიორთა შორის გრან-პრის მეექვსე ეტაპი , რომელიც ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართა, სპორული წყვილის ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავასათვის წარმატებულად დასრულდა.

ახალი სეზონი ქართველი მოციგურავეებისათვის კარიერაში სადებიუტო იყო. სწორედ ამ ეტაპის შედეგები იყო გადამწყვეტი 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლადაც.

ამ ეტაპზე სპორტულ წყვილებში 10 ქვეყნის 15 მოციგურავე წყვილი მონაწილეობდა. მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამური 142, 05 ქულით წყვილმა ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავამ რუსეთის, გერმანიისა და ჩინეთიდან გამოცდილი წყვილების შემდეგ მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც უდაოდ მაღალი შედეგია ჩვენი ქვეყნისათვის.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო , როდესაც საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა სპორტულმა წყვილმა იასპარეზა , ღირსეული კონკურენცია გაუწია გამოცდილ წყვილებს და ისეთ ქვეყნებთან ერთად,როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები,ისარაელი, უკრაინა,საფრანგეთი, გერმანია და კანადა მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლოცენზია.

პოლონეთისა და ზაგრების ეტაპებზე მიღწეული ჯამური შედეგით, 268, 07 ქულით წყვილი ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა გახდა იმ 10 საგზურიდან ერთ-ერთის მფლობელი , რომელიც მათ იანვარში შვეიცარიაში დაგეგმილ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს.