საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ლიგის გათამაშების მე-5 ტურში საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 8:15 დამარცხდა.
“ოლიმპიკის“ საცურაო აუზში გამართულ შეხვედრაში სტუმრები ნებისმიერ შემთხვევაში ფავორიტები იქნებოდნენ, რადგან უძლიერესი ნაკრები ჰყავთ და მსოფლიოს ბოლო პირველობის ბრინჯაოს პრიზიორები არიან, ამასთან გასათვალისწინებელია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც, რომელმაც გადახალისებული შემადგენლობით, ფაქტობრივად ლეგიონერების გარეშე ითამაშა.