LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველო კოლეგებო, გთხოვთ, საჯაროდ დაადასტუროთ, რასაც მწერდით – ბატონო თენგიზ, მე შემრცხვებოდა“

7128
გურული ცერცვადზე

აშშ-ში მოღვაწე ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პლაქველინზე დაწერა და მის განცხადებას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა, სოციალურ ქსელში ქართველ ექიმებს მიმართავს:

ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია - თენგიზ ცერცვაძე ზურაბ გურულს უპირისპირდება

"ჩვენზე ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ე.წ. „ჯუჯა სახელმწიფოებს“ - ლიხტენშტეინს, მონაკოს, ვატიკანს და მონტენეგროს".

ერთი თხოვნა მაქვს ჩემს ფეისბუქ-მეგობრებთან და არამეგობრებთანაც, უბრალოდ პატიოსან კოლეგებთან და პატიოსან ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მკურნალობენ უმსუბუქეს, ასიმპტომატურ პაციენტებს პლაქვენილით თბილისში. ძალიან გთხოვთ, დამიდასტურეთ სახელებით, რომ ეს ხდება. დამიდასტურეთ იმისათვის, რომ უბრალოდ დაიცვათ ადამიანი ცილისწამებისაგან, დაუმსახურებელი შეურაცხყოფისაგან.

ამ ხნის განმავლობაში არაერთი თქვენთაგანის წერილი მივიღე, სადაც თქვენი თხოვნით ის პრობლემები გავაჟღერე საჯაროდ, რომელთა თქმასაც ხმამაღლა ვერ ბედავთ, მაგრამ საოცრად გაშფოთებთ და გაშინებთ.
ვერ ბედავთ იმიტომ, რომ დასაბუთებულად გეშინიათ შურისძიების, სამსახურის დაკარგვის.
ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც მე სტატუსი დავწერე, იყო ის, რომ პაციენტები დამეცვა ტოქსიკური პრეპარატის შესაძლო მავნე გავლენისაგან, რომელმაც იშვიათ შემთხვევაში გამოუსწორებელი, შეუქცევადი გართულება შეიძლება გამოიწვიოს. დავწერე იმიტომ, რომ რამდენიმე უაღრესად საგანგაშო წერილი მივიღე კარანტინში მყოფი ახალგაზრდა პაციენტების შესახებ, რომლებსაც ამ მეთოდით მკურნალობენ. არც გამკვირვებია, რადგან ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, ასევე ახალგაზრდა პაციენტმა, რომლის დაავადებაც ასევე უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, საჯაროდ, ინტერვიუში განაცხადა რომ პლაქვენილს იღებდა სამკურნალოდ.
იმედია, გაბედავთ.
გაბედავთ არა ჩემთვის, არამედ საკუთარი ღირსების დასაცავად.
თუ არა, ამასაც გავიგებ
რაც შეეხება ბატონ თენგიზ ცერცვაძის უსუსურ პასკვილს.
ბატონო თენგიზ,
თქვენს ადგილას მე შემრცხვებოდა და თუ რატომ, ეს ჩემზე უკეთ იცით” , – წერს ზურაბ გურული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g