ქაშუეთის ტაძართან შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ორი ბავშვის ხსოვნას.
მოქალაქეებმა ქაშუეთის ტაძართან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ – შეკრებილები ბათუმში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ამ ფორმით სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ოჯახებს.
ცნობისთვის, გუშინ ბათუმში, უბედურ შემთხვევას ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ, რომელიც წყლით იყო სავსე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
ბათუმში დაღუპული მცირეწლოვნების ხსოვნას თბილისში პატივი მიაგეს – მანიფესტანტები მოითხოვენ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.