მაშინ როცა მსოფლიო კორონავირუსთან რბოლაში ჩაკეტილია, სხვადასხვა ვირუსულ დაავადებებს არ სძინავთ.
რამდენიმე ქვეყანამ ქათმის გრიპს გამოუცხადა ბრძოლა.
საფრანგეთში, სადაც ფრინველის გრიპი რამდენიმე ფერმაში დაფიქსირდა, 200 ათასზე მეტი იხვი დახოცეს.
საფრანგეთში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქებაა – განადგურებულია 200 ათასი იხვი
მეზობელ აზერბაიჯანში კი ქათმის გრიპის თავიდან აცილების გამო, ირანიდან ქათმის ხორცის შეტანა აიკრძალა.
ქათმის გრიპის გამო აზერბაიჯანში ირანიდან ქათმის შეტანა აიკრძალა
იაპონიაში კი ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში დაფიქსირდა ფრინველის გრიპი, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.
„მიმდინარე ეპიდაფეთქების კერები დაფიქსირებულია 36 ფერმაზე, 15 პრეფექტურაში. ეს ისტორიაში ყველაზე დიდი გავრცელებაა“, – ამბობს იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი კაცუნობუ კატო.
ტელეკომპანია NHK-ის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური ზომების ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე 6 მილიონზე მეტი ქათამი მოკლა.