LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქავთარაძეზე საველე ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა

559
ქავთარაძე საველე ჰოსპიტალი

ქავთარაძის ქუჩაძე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. ამის შესახებ ჰოსპიტლის კოვიდ-დეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა.

ამასთან, ჩიქოვანის თქმით, ამ დროისთვის პოსპიტალში 87 პაციენტი მკურნალობს.

„ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო 2 პაციენტის სხვა პროფილურ სტაციონარებში გადაყვანა მოხდა, ასევე გაეწერა 2 პაციენტი, 1 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს შეიძლება მოხდეს რამოდენიმე პაციენტის რეფერირება, 3 პაციენტი გვყავს ჰაიფლოუს(მაღალი ნაკადის) ჟანგბადის აპარატზე და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

პაციენტის, რომელიც გარდაიცვალა, სხვა კლინიკაში გადაყვანა დღის წესრიგში არ დამდგარა. აღნიშნულ პაციენტთან დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ მოხდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების დაწყება, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერდა. პაციენტი იყო საშუალო სიმძიმის, 1945 წელს დაბადებული მამაკაცი, იმყოფებოდა ჰაიფლოუს სისტემის აპარატზე.

გარდაცვლილი მამაკაცი ვაქცინირებული არ იყო“, – განაცხადა ჩიქოვანმა და აღნიშნა, რომ პაციენტს მას თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g