უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მონაწილე კლუბების მთავარი
მწვრთნელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომლებსაც წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდათ.აღსაღნიშნავია, რომ მათ შორის მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელიც ამჟამად კვიპროსულ “აპოელს” წვრთნის.
სიმბოლურ გუნდში ისეთი ცნობილი სახეები მოხვდნენ, როგორებიც არიან მიშელ პრიუდომი, ფრანკ დე ბური, ვილი სანიოლი, იგორ ტუდორი, ერნესტო ვალვერდე და სხვები.
გთავაზობთ სიმბოლური ნაკრების სრულ სიას:
მეკარე: მიშელ პრიუდომი (“ბრიუგე”)
მცველები: მაურისიო პოჩეტინო (“ტოტენჰემი”), ფრანკ დე ბური (“აიაქსი”), ჰენინგ ბერგი (“ლეგია”), ვილი სანიოლი (“ბორდო”)
ნახევარმცველები: იგორ ტუდორი (“პაოკი”), პაულო სოუზა (“ფიორენტინა”), მიჩელი (“მარსელი”)
თავდამსხმელები: თემურ ქეცბაია (“აპოელი”), ერნესტო ვალვერდე (“ატლეტიკი”), სა პინტო (“ბელენენსეში”)