LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედაში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

59

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქედაში 5 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა  ღვინის სახლთან მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. მომხდარი ავტოავარიის გამო, ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები