ქედაში, სოფელ დოლოგანში 6 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. როგორც უწყებაში განაცხადეს, სოფელ დოლოგანში ქვის კარიერზე სამუშაოებს კერძო კომპანია ახორციელებს, რომლის წარმომადგენლები გამოკითხვაზე არიან დაბარებული. მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზა არის დანიშნული.
ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.