LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით ჰოლმსი და ჯეიმი ფოქსი რომანტიკულ ვახშამზე ნიუ-იორკში (ფოტო)

338

39 წლის ქეითჰოლმსისა და 50 წლის ჯეიმი ფოქსის რომანზე უკვე ოთხი წელია საუბრობენ. ამის მიუხედავად, წყვილი იშვიათად ჩნდება საჯარო ადგილებში და არც ურთიერთობის გაოფიციალურებას გეგმავს. პაპარაცებმა შეყვარებულები ნიუ-იორკში მაშინ გადაიღეს, როცა ისინი ერთ-ერთი რესტორნიდან რომანტიკული ვახშმის შემდეგ გამოდიოდნენ.

ფოქსი და ჰოლმსი რესტორნიდან ერთად გამოვიდნენ, თუმცა მალევე განცალკავდნენ და ტერიტორია ისე დატოვეს. ტომ კრუზის ყოფილმა მეუღლემ რომანტიკული ვახშიმისთვის კლასიკური და სპორტული სტილის კომბინაცია შეარჩია. ის ტყავის ქურთუკსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. სპორტულ სტილზე გააკეთა არჩევანი რეი ჩარლზის როლის შემსრულებელმა, ოსკაროსანმა ჯეიმი ფოქსმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები