LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი მუზეუმში სექსუალური კაბით გამოჩნდა (ფოტო)

71

ქეით მიდლტონი ლონდონის ხელოვნების მუზეუმს ესტუმრა, სადაც ის საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. Hintze Hall-ში გამართულ სადილს, სადაც ქეითი სიტყვითაც გამოვიდა, 400-მდე სტუმარი ესწრებოდა.

ყველაზე საინტერესო კი გახდა ქეით მიდლტონის კაბა, რომელიც საოცრად განსხვავებულია მისი იმიჯისგან. აკადემიურ სტილს მორგებული მიდლტონი ამჯერად მისთვის უჩვეულო, სექსუალური კაბით გამოჩნდა მიღებაზე. 34 წლის მიდლტონს ბრაზილიური წარმოშობის დიზაინერის, ბარბარა კასასოლას კაბა ეცვა.  ტანზე მომდგარი თეთრი კაბა, ღია მხრებითა და სექსუალური დეტალებით მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ამ დრომდე მსგავსი თამამი სამოსით მიდლტონი არასოდეს გამოჩენილა. ცნობილი გახდა, რომ ბარბარა კასასოლას  კაბა 1580 ფუნტი სტერლინგი ღირს. მიდლტონს ის მაღალქუსლიან ვარდისფერ ფეხსაცმელთან და თეთრი ფერის ჩანთასთან ჰქონდა შეხამებული. გაშლილი თმითა და ჩვეული ღიმილით სახეზე მიდლტონი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g