LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს

2288
Untitled design (9)

უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი X-ზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

ვიდეომიმართვაში მიმართვაში პრინცესა ამბობს, რომ სიმსივნე იანვარში მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგ აღმოუჩინეს და სამედიცინო ჯგუფმა პრევენციული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

მიდლტონი ამბობს, რომ ის თავს კარგად გრძნობს და საზოგადოებას პირადი სივრცის და კონფიდენციალურობის დაცვა სთხოვა.

ქეით მიდლტონი საჯაროდ იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა, რამაც საზოგადოებაში სხვადასხვა კონსპირაციული თეორია გააჩინა.

ქეით მიდლტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს – რა ინფორმაციას ავრცელებს კენსინგტონის სასახლე

ქეით მიდლტონი კლინიკაში რჩება – უელსის პრინცესას ყველა ოფიციალური ვიზიტი აპრილამდე გადაიდო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები