LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეითის და უილიამის ძველი ფოტო საშობაო ბარათზე – რა ხდება სამეფო ოჯახში

134
The20of20-203

ცოტა ხნის წინ, პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა საშობაო მისალოცი ბარათი გამოაქვეყნეს. საინტერესოა, რომ ამისთვის უელსის პრინცმა და პრინცესამ ძველი ფოტო შეარჩიეს, უფრო კონკრეტულად კი ეს გახლავთ ფოტო, რომელიც ზაფხულშია გადაღებული, როცა ქეითი ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. ფოტოზე ასევე ჩანან პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი.

რატომ გადაწყდა საშობაო ბარათზე ძველი საზაფხულო ფოტოს გამოყენება, ექსპერტები ამ თემაზე სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობენ. ბევრი მიიჩნევს, რომ ქეითი ჯერ კიდევ ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის, ამიტომ ახალი ფოტოსესიისთვის ვერ მოიცალა, ნაწილს მიაჩნია, რომ ამით ოჯახს სურდა შეეხსენებინა ყველასთვის, რამდენად რთული იყო მიმდინარე წელი სამეფო ოჯახისთვის. ეს სწორედ ის ფოტოა, რომლითაც ქეითმა მკურნალობის დასრულების შესახებ გვამცნო.

ქეით მიდლტონმა ქიმიოთერაპიის კურსი დაასრულა – პრინცესა ამბობს, რომ ცხოვრებას ახლიდან იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები