LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეითმა და უილიამმა „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობს სპოილერი „მოსთხოვეს“

65

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სპეციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობს, ტომ ვლაშიჰს შეხვდნენ, რომელიც სერიალში არია სტარკის იდუმალებით მოცული მწვრთნელის როლს ასრულებს. ქეითმა და უილიამმა მას წინასწარ გარკვეული დეტალების თქმა „მოსთხოვეს“, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსახიობმა დეტალების თქმისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ არაფრის თქმის უფლება არ აქვს.

„გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე, რომ მათ სერიალის ყურების დრო აქვთ“, – განაცხადა მსახიობმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g