LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქემალ ქილიჩდაროღლუ: ჩვენ არჩევნების მეორე ტურში გავიმარჯვებთ

177
Untitled design (2)

წინასწარი მონაცემებით, თურქეთში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, თუმცა მას ამომრჩევლების ხმების 50%-ზე ნაკლები აქვს მიღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ორ კვირაში, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უბნების 92%-ის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, ერდოღანს 49.76%, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი, 44.49% აქვს

თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი, ქემალ ქილიჩდაროღლუ აცხადებს, რომ მეორე ტურში გამარჯვებას მიაღ​წევს და ქვეყანაში „დემოკრატია დამკვიდრდება“.

„თუ ერს მეორე ტური სურს, მაშინ ჩვენ მას მივესალმებით. ჩვენი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ ქვეყანაში დემოკრატიას მოვიტანთ“, – აცხადებს ქილიჩდაროღლუ.

მისი თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“, ვერ მიაღწიეს იმ შედეგს, რასაც ელოდნენ.

„ერდოღანმა ხალხისგან ნდობის ხმა ვერ მიიღო. საზოგადოებაში ცვლილების სურვილი 50%-ზე მეტია“, – აღნიშნა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.

magti 5g