ჰიპ-ჰოპ არტისტის, ქენდრიქ ლამარის ალბომმა good kid, m.A.A.d city რეკორდი დაამყარა. 2012 წელს გამოსული ნამუშვარი პირველი ჰიპ-ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც „ბილბორდის“ ალბომების ჩარტში 400 კვირა გაატარა. აღსანიშნავია, რომ ამით არტისტმა ემინემის ნამუშევრის, The Eminem Show შედეგი გააუმჯობესა.
ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით, უკვე ნამუშევრის 3 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.