ქერა თმა ძირითადად კავკასიელებს აქვთ, თუმცა სოლომონის კუნძულზე მცხოვრები მელანეზიელები ხალხთა ის გამორჩეული ჯგუფია, რომელთაც ევროპის გარეთ, ბუნებრივად ქერა თქმა აქვთ.
მელანეზიელები წყნარი ოკეანის სამხრეთის კუნძულის შავკანიანი ხალხია, რომლებიც აქ 1000-ზე მეტი წლის წინ დასახლდნენ, იმაზე ადრე, ვიდრე ამერიკაში შავკანიანებს მონებად აქცევდნენ.
სოლომონის კუნძულები მელანეზიაში მდებარეობს, პაპუა ახალ გვინეასთან ახლოს.

მელანეზიელები სულ ნახევარი მილიონი არიან. ქერა თმა აქ საერთო მოსახლეობის 10%-ს აქვს.

მათი თმის ფერთან დაკავშირებით, რამდენიმე თეორია არსებობს. მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ ქერა თმა, ევროპული გენების დამსახურებაა, ნაწილი ამბობს, რომ თმის ფერს მზე და მარილიანი წყალი განაპირობებს, ნაწილი კი ამ უცნაურობის მიზეზად, დიდი დოზით თევზის პროდუქტების მიღებას განიხილავს.
კანადელმა მეცნიერებმა ამ თეორიების უმეტესობა გადაფარეს. აღმოჩნდა, რომ გამოკვლეული 43 ქერა მელანეზიელიდან 42-ის თმის ფერს ორი გენის მუტაცია განაპირობებს. ეს გენი კუნძულის მოსახლეობის 26%-ში გვხვდება.

მელანეზიელებს TYRP1 გენი აქვთ, რომელიც პასუხისმგებელია მელანინზე და თმის ფერზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი გენი კავკასიელ ხალხებში არ გვხვდება.

ეს არის რეცესიული გენი და უფრო ხშირია ბავშვებში, ვიდრე მოზრდილებში. როგორც წესი, ამ გენის მატარებლების მოწიფულ ასაკში თმა მუქდება.

დიდი ხნის განმავლობაში ამ ქერა შავკანიანებში კანიბალიზმი, ბავშვების გადატაცება და ველური ხალხისთვის დამახასიათებელი მსგავსი მოქმედებები მიღებული იყო, თუმცა ახლა მოსახლეობის 90% ქრისტიანია და სოფლის ცხოვრებას მისდევს.

