LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურია: „ჩემს ქმარზე ძალიან ბევრი შეკვეთილი სტატია დაიწერა… უნდოდა, რომ ამას გაქცეოდა…“

1382
ketatofuria

ქეთა თოფურიამ ნადეჟდა სტრელეცთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, ძირითადად, პირადულ თემებზე, მათ შორის, მეუღლეზე, ლევ დენგოვზე, ასევე შვილების შესახებაც. ქეთას მეუღლე ბიზნესმენი ლევ დენგოვია (პაველ გუზბანდი), რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის მრჩეველია. როგორც ქეთა აღნიშნავს, მის წინააღმდეგ შეკვეთილი სტატიები იწერებოდა…

„ის იყო კანონოიერი ქურდი, მაგრამ ვიმეორებ, მას არავინ არასდროს მოუკლავს“ – ქეთა თოფურიას პირველი ინტერვიუ მამაზე

ქეთა თოფურია:

„როდესაც მასთან ურთიერთობა დავიწყე, ვიფიქრე, როცა ამის შესახებ გაიგებდნენ, ეს პოზიტიურ გამოხმაურებას გამოიწვევდა, რადგან ის არანორმალურად სუფთა, კარგი ადამიანია, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. მაგრამ როგორც ჩანს, რაც უფრო უკეთესი ხარ, მით უფრო მეტ ნეგატივს გამოიწვევ.

ძალიან ბევრი შეკვეთილი სტატია დაიწერა, ყველა ერთმანეთს ჰგავდა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. მაგრამ მე არ ვარ იმ ადამიანთაგანი, ვინც დამოკიდებულია იმაზე, რას იტყვიან სხვები. ეს ჩემზე დიდად არ მოქმედებს. მისთვის ძალიან რთული იყო და არცთუ კარგი, როდესაც მის პერსონას საჯაროობა დავამატე. ლევს ეს საერთოდ არ სურდა და უნდოდა, რომ ამას გაქცეოდა. ვეუბნებოდი: „გინდა თუ არა, ეს მაინც მოხდება, ადამიანები დაიწყებენ წერას, ზოგი – ცუდ რამესაც დაწერს. არ მიაქციო ყურადღება“. თავიდან, როგორც ყველა ადამიანს, მასაც არ სიამოვნებდა… რამდენიმე თვის შემდეგ ყველაფერი გაიგო და ახლა უკვე ყურადღებას აღარ აქცევს.

ქეთა თოფურიას ორი შვილი ჰყავს – 6 წლის ოლივია პირველი ქორწინებიდან ლევ გეიხმანთან და 10 თვის ადამი მეორე ქორწინებიდან, ლევ დენგოვთან. მას, თავის მხრივ, პირველ ქორწინებაში ორი შვილი ჰყავს.

ქეთა აღნიშნავს: „კიდევ მინდა შვილები. ყოველთვის სამი შვილი მინდოდა. თუკი ღმერთი მომცემს, მეყოლება…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g