წელიწადნახევრის წინ, რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ქეთა თოფურიამ საკუთარი ტანსაცმლის ხაზი – KETIone შექმნა, რომელიც ადგილობრივ ელიტაში საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული გახდა.
ამჟამად კი ქეთა და მისი ბრენდი სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ. მომღერალმა ამერიკაში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია და მისი ბრენდი, Vetements, პლაგიატში დაადანაშაულა. მან „ინსტაგრამზე“ გააზიარა ფოტო წარწერით: „მარცხნივ – KETIone 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან, მარჯვნივ – Vetements. არაჩვეულებრივად იპარავთ, ვერაფერს იტყვი“, – დაწერა ქეთამ.
გამომწერები ქეთას დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ Vetements ამ ხრიკს დიდი ხანია უყენებს და ეს პირველი შემთხვევაც არ არის.
