ქეთა თოფურია საქართველოშია – ის რამდენიმე დღის წინ მეუღლესა და შვილებთან ერთად ჩამოვიდა.
ინფორმაცია fortuna.ge-ს პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ დაუდასტურა.
მისივე თქმით, ქეთა კვირის ბოლოს, კერძოდ, პარასკევს იტალიაში მიფრინავს, სადაც ცნობილი იტალიელი ტენორის, ანდრეა ბოჩელის საღამოზე გამოვა – კონცერტზე ქეთა ორ სიმღერას შეასრულებს. მასთან ერთად იქნება „ა-სტუდიოს“ წევრი და პროდიუსერი, ბორის სერკებაევი. როგორც პროდიუსერი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კონცერტიდან მალევე ხელმისაწვდომი იქნება კონცერტის ვიდეოჩანაწერიც.
ქეთა თოფურია წითელ კაბაში – მომღერალი მეუღლესთან ერთად მოგზაურობს
„ო, ღმერთო ჩემო…“ – ქეთა თოფურია საკუთარი დიზაინით შექმნილ ბრჭყვიალა კაბაში