15 ივნისს, ქეთა თოფურიას ქალიშვილი, ოლივია ერთი წლის გახდა. სპეციალურად ამ დღისთვის ქეთა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად იტალიაში, ფორტე-დეი-მარმიში გაემგზავრა, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელში დაბადების დღის ფოტოები გააზიარა.
ოლივიას დაბადების დღისთვის ქეთამ წვეულების მთავარ ფერად ღია ვარდისფერი აირჩია. სწორედ ამ ფერში იყო ტორტიც. სახლის ტერასა და აუზის მიმდებარე ტერიტორია ფიგურებითა და ბუშტებით იყო მორთული. პატარა ოლივიას კი ანიმატორები ართობდნენ.
https://www.instagram.com/p/BGrTeHSIVqi/?taken-by=keti_one_official