ქეთა თოფურია ზამთრის სიცივეებს მზიან სანაპიროზე გაექცა. მომღერალი ხშირად აქვეყნებს დასვენების ამსახველ ფოტოებს, რომელთა დიდი ნაწილი საკმაოდ თამამია.
ერთ-ერთმა მათგანმა კი, სადაც ქეთა რუჯისფერ საცურაო კოსტიუმში არის გადაღებული, მისი „ინსტაგრამის“ გამომწერებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მომღერალი არაჩვეულებრივ ფორმაშია და ამას ხაზს მისი თაყვანისმცემლებიც უსვამენ.
ზღვის სანაპიროზე ქეთა მეგობრებთან ერთად ისვენებს.