LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთათო: „ირაკლის მუსიკა ვიღაცის ვიწროპარტიული ჰიმნი არ უნდა იყოს – არ მინდა ამ ყველაფერთან აფილირებული იყოს, მაქვს მე ამის უფლება“

304
ქეთათო

მუსიკოსმა ქეთათო ჩარკვიანმა გადაცემა „გორგილაძის აუტანელ სიმსუბუქეში“ სხვა საკითხებთან ერთად, მეფე – ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებასა და მისი „ტრეკების“ პოლიტიკური თუ პარტიული ინტერესებისთვის გამოყენების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

გადაცემის წამყვანისა და ავტორის, დათო გორგილაძის კითხვაზე, რომელიც ირაკლი ჩარკვიანის მუსიკასა და საპროტესტო აქციებზე მისი შემოქმედების გაჟღერებას ეხებოდა, ქეთათომ უპასუხა, რომ „ირაკლის მუსიკა რაღაც ვიწროპარტიული ჰიმნი არ უნდა იყოს“:

„ახსენე „ვიღაცისტები“ – „ედიკისტები“, „ზვიადისტები“… მახსოვს, გქონდა შემთხვევა, როცა თქვი, რომ მე არ მინდა, ირაკლის მუსიკა ვიღაცის ან გადაგდებას ან აღზევებასო ემსახურებოდესო“ – უსვამს შეკითხვას წამყვანი ქეთათოს, რაზედაც მან შემდეგნაირად უპასუხა:

ვიდეო: რით გააღიზიანა ქეთათო დათო გორგილაძემ: „შენ ის არ ხარ, ჩემზე რომ ღადაობდი?“

„სხვათა შორის, ამ თემაზე ლაპარაკი მეზარებოდა, მაგრამ რაკი წამოჭერი ვიტყვი – ძაან მარტივად: რა თქმა უნდა, მე მასზე შეყვარებული ადამიანი და ა.შ, ხო ალბათ, სუბიექტური ვარ, მაგრამ ჩემთვის ირაკლის მუსიკა იმდენად ბევრია, რომ არ უნდა იყოს ვიღაცის ვიწროპარტიული, ვიღაცის ნიშური…

იმიტომ, რომ ეგეთი მუსიკოსი ბევრია, რომელიც შეიძლება ამ ვიწროპარტიულ ნარატივში ძალიან კარგად ჩაჯდეს და ირაკლი ამაზე მეტია. ვიღაცის მიერ გამოყენებული, პროპაგანდისტული არ უნდა იყოს, თუ ეს იდეას ემსახურება, სხვაა.

ვიდეო: ქეთათო: „ირაკლის გარეშე 19 ნოემბრის გადატანა და გადახარშვა ძალიან მიჭირს…“

როცა შენ იზრდები, იღებ ტკივილს, სიხარულს, რომ გგონია, ამ ადამიანს ძალიან კარგად იცნობდი, კიდევ უფრო უახლოვდები…

მაშინ, როდესა გაუგებრობა მოხდა, იყო რაზე: გავრილოვის ამბები იყო და მე თვითონაც ვაპროტესტებდი და ვიყავი შოკირებული. წლების წინ ჩაწერილი „ტრეკია“ [საუბარია ირაკლი ჩარკვიანის სიმღერაზე – „საქართველო“], ძალიან საინტერესო ტექსტებით…

მოკლედ, დრამატურგიულად პატარა წარმოდგენა უნდა გადაგვეღო, ქორეოგრაფიით დახუნძლული, ამისთვის საუკეთესო მოცეკვავეები თეატრიდან და სუხიშვილებიდან ჩვენთან უნდა ყოფილიყვნენ, თეატრმა დარბაზი დაგვითმო, იქ უნდა გადაგვეღო…

ბოლო მომენტს ისე მოხდა, მოცეკვავეები „დამებლოკა“ – „ვეღარ მოვალთო“, გვითხრეს, რომ არ შეიძლება თქვენ იმისთვის აკეთებთო, „გავრილოვის ღამის“ ამბებისთვის იღებთო. სინამდვილეში, არა, უბრალოდ მომეცა შანსი, რომ გადამეღო. და იმის გამო, რომ ისინი ყოველ წუთს ატრიალებდნენ, ზედმეტი, აქტიური, რაც არ უნდა კარგი ტრეკი იყოს, ეს უკურეაქციას იწვევს, ერთხელ ხო და ათჯერ, ოცჯერ, ცოტა ზედმეტია.

ქეთათო: „ყველაზე მეტად ირაკლის გაცნობა მაინტერესებდა…“

დავურეკე ორგანიზატორებს და ვთხოვე, რომ იქნებ ცოტა დააგდოთ ტემპი… უფლება არც უკითხავთ და ეგ ცალკე საკითხია, იმიტომ, რომ მეც ვიყავი სხვადასხვა აქციების ორგანიზატორი, ძაან მარტივია, მიცნობენ და ეკითხათ. როცა ვთხოვე, რომ ნაკლები ინტენსივობით ატრიალეთ იმიტომ, რომ მებლოკება, საქმეს ვერ ვაკეთებ-მეთქი, ვერ გაიგეს და ამაზე ატყდა ერთი ამბავი, ქილიკი, უბედურება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, პერსონა „ნონ-გრატად“ გამოვცხადდი, გახარია თვალთხარია და ქეთათო მონსტრი, თითქოს ხალხს წყალს არ ვასმევ, უბრალოდ იმ გადაცემას ვერ ვიღებდი, რეჟისორიც გაიქცა, ქეთათოსთან აფილირება, ცოტა არ იყოს, ტეხავდა.

მარტივად ვიტყვი: მე და შენ რაღაცას ვაპროტესტებთ, ძაღლების, მოხუცების უფლებებზე, რაც გინდა იყოს, მე და შენ ჩვენი „ჯიბიელით“ რაღაცას ჩავრთავთ, მაგაზე პრობლემა არ არის და ვერც გექნება, რამდენიმე ასეული ვიკრიბებით და ჩვენ-ჩვენით ვუშვებთ, არც ეგ არის პრობლემა, როდესაც რამდენიმე ათასი დოლარი აპარატურაზე იხარჯება, რომელიღაც კონკრეტული პარტიის დაფინანსებულია ეს თავშეყრა, აპარატურაში ხომ ფულს იხდიან?!

იმ აპარატურით რაც უნდათ გაუშვან და უნდათ მათი ფლაგმანი იყოს, აი ეს პროტესტი ხომ? ჯერ ერთი, ვისიც არის საავტორო უფლება ელემენტარული საკითხია, რომ უნდა ჰკითხო.

თუ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში გინდა ცხოვრება და მეორე საკითხია წინასაარჩევნოდ, სულ რომ მილიონს მაძლევდე, შეიძლება არ მინდოდეს. შეიძლება შენ, როგორც პარტიას ხმას გაძლევდე ან არ გაძლევდე, მაგრამ ირაკლი ჩემთვის მაგ ყველაფერზე მეტია და არ მინდა ამ ყველაფერთან აფილირებული იყოს. მაქვს მე ამის უფლება.“ – აღნიშნა ქეთათომ გადაცემაში.

"ვიწროპარტიული ჰიმნი არ უნდა იყოს ირაკლის მუსიკა.." – ქეთათო

"ვიწროპარტიული ჰიმნი არ უნდა იყოს ირაკლის მუსიკა.." – ქეთათო გენერალური პარტნიორი – საქართველოს ბანკი • Bank of Georgia სრული ეპიზოდი 🔗 https://tinyurl.com/yebdx48e

Posted by • გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე • on Friday 15 November 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g