LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთათო: „მე ვარ დათრგუნული. რას ვშვრებით იმისთვის, რომ ვითარება ცოტათი მაინც გამოვასწოროთ? პოლიტიკოსებისგან მაინტერესებს კონკრეტული გეგმა…“

233
ketato

ქეთათო „ტვ პირველთან“ იმაზე საუბრობს, რომ მას, როგორც მოქალაქეს, აწუხებს ის, როცა უამრავი ადამიანი ნაგავში იქექება:

„ეს ჩემს თავმოყვარეობაზე არის ფეხის დაბიჯება, როდესაც ხალხი შიმშილობს. ძირგამომპალი შეხედულებები გვაქვს, სანამ ჩვენს პატივმოყვარეობას არ გათელავენ, მანამდე ჩვენ ხმას არ ვიღებთო… არ ვართ შეწუხებულები? არ არის ჩვენი ყველაფერი გათელილი? ხალხი მშიერია, მცოცავი ოკუპაცია ლამის თბილისში შემოვიდეს… მეტი რა უნდა მოხდეს? ეს ხომ წლებია გრძელდება. მე ვარ დათრგუნული. რას ვშვრებით იმისთვის, რომ ვითარება ცოტათი მაინც გამოვასწოროთ? პოლიტიკოსებისგან მაინტერესებს კონკრეტული გეგმა.

დასახსნელია თუ არა ციხიდან მიხეილ სააკაშვილი? მისი ციხიდან დახსნა არ ნიშნავს, რომ მან კითხვებზე პასუხი არ უნდა გასცეს. მოჯადოებულ წრეზე ვართ. ამბობენ, რომ შერჩევითი სამართალია. მაშინ ვინ უნდა გაასამართლოს ის?

ყველას ყველაფერი მოეკითხება. შეიძლება, თევზის მეხსიერება გვინდოდეს, რომ გვქონდეს, მაგრამ არ გვაქვს. გამოღლეტილები რომ იყვნენ მანამდე, ამისთვის არ უნდა მოდიოდნენ პოლიტიკაში. პოლიტიკაში უნდა მოდიოდნენ ადამიანები, ვისაც ღირსება გააჩნია და იმის ამბიცია, რომ მართლა შეცვალოს ქვეყანა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები