LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთათო: „რომელიმე მთავრობას დაპირებების 0.001% მაინც რომ შეესრულებინა, კარგი იქნებოდა…“

133

მუსიკოსი ქეთათო პოპიაშვილი წერს აფხაზეთის და დღევანდელი დღის შესახებ. მას არაერთი დამთრგუნველი ამბავი მოუსმენია დევნილებისგან და საკუთარ მოსაზრებას ამ თემაზე „ფეისბუქ“-პოსტში აყალიბებს:

„რამდენი მძიმე, დამთრგუნველი ისტორია მომისმენია აფხაზეთიდან დევნილებისგან, რომლებიც სიმწრით იხსენებენ, თუ როგორ გამოვიდნენ სამშვიდობოს, როგორ აკლდებოდათ ფეხით მომავალთ ოჯახის წევრები, როგორ იყინებოდნენ მათ თვალწინ მოხუცები და ბავშვები, როგორ უმკლავდებოდნენ შიმშილს და რამ გააძლებინათ დღემდე.

ყველაფერ ამას – ამდენ დაღვრილ სისხლს, ადამიანურ ტრაგედიას შეუძლია გარკვეული დასკვნები გაგვაკეთებინოს, დაგვეხმაროს შემდგომ განვითარებაში, ქვეყნის გაძლიერებაში. უამრავი ყოფითი პრობლემა მოგვარდება, თუ იქნა საამისოდ ნება. ნება სწორი გზით სვლის. ყველა მოვლენას გაუკეთდება ადრე თუ გვიან ანალიზი, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება შეფასდება სწორად და დაერქმევა საკუთარი სახელი. მთავარია შევწყვიტოთ მოჯადოებულ მანკიერ წრეზე სიარული, შევეცადოთ ადამიანური რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, გვახსოვდეს უახლესი ისტორია და არ გვეგონოს, რომ მხოლოდ ტურისტებთან კუდის ქიცინით მიიღება მატერიალური სარგებელი.

რომელიმე მთავრობას დაპირებების 0,001 პროცენტი რომ მაინც შეესრულებინა და საკუთარი ნათესაობის გაზულუქების გარდა მოქალაქეებზეც რომ ეფიქრა, კარგი იქნებოდა, დაეტყობოდა ქვეყანას. დღეს კი ნამდვილად მძიმე დღეა, მაგრამ ზოგს 10 წლის წინანდელი ომი არ ახსოვს და 25 წლის წინ რა ხდებოდა, მით უმეტეს არ აინტერესებს, ჩაფლულია ყოველდღიურობაში და არც რუსული მდარე სიმღერების სმენას იუკადრისებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g