LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებისთვის, მეუფე შიო ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის

51
meufe Sio - Rariba

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებისთვის, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი მეუფე შიო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის.

მეუფე შიო მადლობას უხდის ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ინდოეთის მთავრობას და საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს.

წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოსთვის გადმოცემა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის: ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ჩვენ ვართ დიდი ისტორიული დღის მომსწრენი. ის, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი დღეს შესაძლებელი გახდა. ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოსცა. ამიერიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულ კულტურული სიახლოვის განმამტკიცებელი წმინდა ქეთევანიც იქნება.

დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ეს ისტორიული გადაწყვეტილება პირადად მიიღო. ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით და ჩვენს პატივისცემას ვუდასტურებთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანა. გვინდა ჩვენი დიდი მადლიერება გამოვხატოთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც თხოვნის წერილით მიმართა ინდოეთის მთავრობას, საქართველოსთვის გადმოეცათ დედოფლის წმინდა ნაწილები. ასევე დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ბატონ დავით ზალკალიანსა დაა საქართველოს საელჩოს ინდოეთში“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

magti 5g