მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძეს და კიდევ 9 პირი პატიმრობაში დატოვა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება.
„ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს! ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა იცოდეთ ცუდად თავდება ! კაფკა როგორც სჩანს, არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისათვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.