LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთა თოფურიამ მეგრელი ლეონარდო დიკაპრიო „ვოისში“მკერდით მოხიბლა – „ძუძუებით ჯადოები გაუკეთა…“

46

Ardaidardo.Geგუშინ „იმედის“ ეთერში „ვოისი საქართველოს“ პირველი ბრმა კასტინგი გავიდა. მისმა ერთ-ერთმა მონაწილემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც სილის ცნობილი ჰიტი `kiss from a rose` შეასრულა, პირველივე ბგერით შემოატრიალა ქეთა თოფურია, მოგვიანებით ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილიც შეუერთდნენ საკუთარ გუნდში მისი დასაკუთრების მსურველებს.

ხვიჩა სამეგრელოდანაა. ერთხანს სამოდელო საქმიანობითაც იყო გატაცებული, სიმღერა ძალიან უყვარს და „ფორტუნა რეკორდსში“ ერთი სიმღერაც ჰქონია ჩაწერილი.

 

მისი გარეგნული მონაცემებით ძალიან მოიხიბლა ნუცა შანშიაშვილი, რომელმაც ხვიჩას უთხრა: „ვაიმე, ხვიჩა, ლეონარდო დიკაპრიოს რომ ჰგავხარ, იცი?“. ქეთა თოფურიამ კი რეპლიმა არ დააყოვნა: „მე ვიქნები შენი კეიტი“. ქეთამ ხვიჩას გუნდში წასაყვანად მშვენიერი გარეგნული მონაცემებიც გამოიყენა. მათ შორის საკუთარ მკერდზეც მიანიშნა. ანრიმ ამის შემდეგ წინასწარ აღიარა დამარცხება: „ამ ყველაფრის, ქეთას ღირსებების შემხედვარემ, როგორ გითხრა, ჩემთან წამოდი-მეთქი?“. საბოლოოდ, მეგრელმა ლეონარდო დიკაპრიომ ქეითი, ანუ ქეთა თოფურია აირჩია. ანრიმ აღნიშნა, რომ „ქეთამ ხვიჩას მერდი დაანახა და ძუძუებით ჯადოები გაუკეთა…“


 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები