LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი დოლიძე ფილმის „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ ერთ-ერთ მთავარ გმირთან რომანზე: „ჩემი ანტიპოდი გახლდათ…“

562
dolidzevasilevi

ქეთი დოლიძე ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს იმის თაობაზე, თუ ვინ იყო ის რუსი მსახიობი, რომელთანაც მას რომანი ჰქონდა. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მართალია და მას ცნობილ მსახიობ იური ვასილევთან რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებდა. იური ვასილევი საბჭოთა კინოს სექსსიმბოლოდ მიიჩნეოდა. მისი ერთ-ერთი ცნობილი როლი კინოფილმს „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“ უკავშირდება, სადაც ის როდიონ რაჩკოვის როლს ასრულებს…

პრესაში ბევრჯერ დაწერილა ცნობილი რუსი მსახიობის, იური ვასილევისა და თქვენს დიდ სიყვარულზე. მართლა ისეთი სიმპათიური იყო, როგორიც ეკრანზე ჩანდა?

ქეთი დოლიძე:

სინამდვილეში კიდევ უფრო სიმპათიური იყო. რაც შეეხება ხასიათს, ჩემი ანტიპოდი გახლდათ: ძალიან წყნარი, მშვიდი, ნამდვილი ინტელიგენტი და სულით არისტოკრატი… საოცრად თბილი, რბილი ხასიათი ჰქონდა და აბსოლუტურად არასწორად შეარჩია პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ კარგი მსახიობი იყო, მეტისმეტად მოკრძალებული ხასიათი ჰქონდა და საერთოდ არ იყო ამბიციური. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყარა და ჩემი პირველი მეუღლე, სულ სხვა პიროვნება – მურად იაგიზაროვი გახდა. არ ვმალავ, რომ ის არ მიყვარდა, უბრალოდ, საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ჯობდა, ოჯახი შემექმნა. სხვა სიტყვას ახლაც ვერ ვპოულობ – ჩემი თავი უბრალოდ, გადავიგდე ამ ქორწინებაში…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები