კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი ჟურნალ „სარკეს“ პირად ცხოვრებაში გადატანილი პერიპეტიების შესახებ ესაუბრება და ამბობს, რომ ის მუსიკამ გადაარჩინა:
„ბევრი რამ დატრიალდა ჩემს თავს. პირველ მეუღლეს, ვაჟა კუჭაიძეს, ბავშვობიდან ვიცნობდი. პატარა ვიყავი, 17 წლის, როცა ცოლად გავყევი. 10 წლის შემდეგ ქმარი ავტოკატასტროფაში დამეღუპა. უდიდესი ტრაგედია განვიცადე. ალბათ, ვერ გადავრჩებოდი, რომ არა მუსიკა. ფიქრისთვის დროს არ დავიტოვებდი.
მუსიკამ შემახვედრა ჩემს მეორე ქმარს, ლევან დეისაძეს, შესანიშნავი მუსიკოსია, ბასისტი, საქმეც გვაკაშირებს ერთმანეთთან და სიყვარულიც და რაც მთავარია, კარგი მეგობრები ვართ…“