ცნობილი მსახიობი ქეთი კანტიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ აღნიშნავს, რომ მუდამ ჰქონდ აწონის პრობლემა, რის გამოც ნახევარი ცხოვრება შიმშილში გაატარა:
„ჩემი კილოგრამები ჩემივე ჭამის სიყვარულის პირდაპირპროპორციულია. კარგი წონა მაქვს, ისეთი, ქე რო გესიამოვნება ადამიანს. ნახევარი ცხოვრება შიმშილში გავატარე და მერე, რაღაც ასაკს რომ გადავაბიჯე, ვთქვი, უკვე აღარ შემიძლია შიმშილი-მეთქი. ხანდახან ვცდილობ, ცოტა შევიზღუდო თავი – თეთრ პურს არ ვჭამ, საღამოსაც ვერიდები ჭამას და ცხიმიანებსაც არ ვიღებმ, თუმცა ახლა უკვე ნაკლებად ვიკლებ. ვინარჩუნებ ჩემს სავსე წონას, სტაბილური სიმსუქნე მაქვს…“