მსოფლიოში ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა მალე ახალი ალბომის მხარდასაჭერად ევროპულ ტურნეს დაიწყებს. კონცერტები გორის ქალთა კაპელასთან ერთად 28 ოქტომბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა ევროპულ ქალაქში გაიმართება. ცნობილია, რომ ამ კონცერტების მიმართ ძალიან დიდია მელომანების ინტერესი.
ქეთი მელუა ზაფხულში საქართველოში საკუთარ გუნდთან ერთად იმყოფებოდა და გორის ქალთა კაპელას მონაწილეობით ჩაწერა ალბომი, რომლის პირველი სინგლი უკვე გამოვიდა. ვიდეოც საქართველოშია გადაღებული, კერძოდ, განახლებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში.