დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა შემსრულებელმა, ქეთი მელუამ ახლახან სოციალურ ქსელში თავისი თაყვანისმცემლებისთვის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო იძულებულია, ევროპაში სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილი ყველა კონცერტი გააუქმოს.
საუბარია 23 კონცერტზე, რომელიც 26 სექტემბერს ბრიუსელიდან უნდა დაწყებულიყო და 24 ნოემბერს დუბლინში უნდა დასრულებულიყო.
“ერთი სული მაქვს, როდის წარვადგენ თქვენ წინაშე ჩემს ახალ ალბომს“, ნათქვამია ქეთი მელუას განცხადებაში, თუმცა ჯერჯერობით შემსრულებლებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ იციან, როდიდან ექნებათ საშუალება, სცენ ას დაუბრუნდნენ.