მომღერალი ქეთი მელუა ლეგენდარულ ჯგუფ “Scorpions”-თან ერთად ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, თავად ქეთი მელუამ გაავრცელა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.
დაჯილდოვების ცერემონია ბონის ოპერის თეატრში გაიმართა.
როგორც მომღერალი გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, ამ დღისთვის მან ანუკი არეშიძის კაბა მოირგო.