LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუას კრემლთან გადაღებული ფოტოს გამო აკრიტიკებენ – „ქეთი, ძალიან დაგვწყვიტე გული…“

136

ქართული წარმოშობის მომღერალი, ქეთი მელუა, რომელიც დიდი ხანია, საზღვრებს გარეთ ცხოვრობს და წლებია, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ საუკეთესო და კომერციულ შემსრულებლად მიიჩნევა, რამდენიმე დღეს რუსეთის დედაქალაქში ატარებს. მან „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც კრემლთან აქვს გადაღებული და დაწერა:

„დავბრუნდი მოსკოვში რამდენიმე დღით. მიყვარს ის რახმანინოვის, ჩეხოვის, ახმატოვას, ტაძრებისა და ჩებურაშკას გამო“.

ამ სტატუსმა ქართველების გაღიზიანება გამოიწვია. ქეთი მელუას უარყოფით კომენტარებს უწერენ:

თოვლის გუნდა: „ეს რუსეთის მხოლოდ პოზიტიური მხარეა. ბევრად მეტი რამაა, რის გამოც ის უნდა შეიძულო…“

ლევან კვარაცხელია: „ოკუპანტ რუსეთში ოკუპირებული საქართველოს სახელით როცა ჩადიხარ, ადეკვატური განცხადებები უნდა აკეთო და ისე არ უნდა მოიქცე, რომ ამავე ოკუპანტის პროპაგანდად ჩაგეთვალოს მასთან ასოცირებული სიკეთეებისა თუ „სიკეთეების“ ხოტბა-დიდება. თავმოყვარეობის საკითხიცაა და საკმაოდ მტკივნეული თემაა, როცა ამის აღქმა არ გაქვს, მაშინ როცა შენი ქვეყნის ღირსეულ წარმომადგენელად ითვლები. ქეთი, ძალიან დაგვწყვიტე გული შენს იმ ქართველ გულშემატკივრებს (ასეთი ვართ უმრავლესობა), რომლებსაც დღემდე აქვთ საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის ზუსტი აღქმა, კერძოდ, ჩვენ დღემდე ომში ვართ რუსეთთან და ამ თავისუფლებისათვის ბრძოლის ნაწილი ხარ შენც, ქეთი, ისევე, როგორც თითეოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. იბრძოლე შენი ქვეყნისთვის, სადაც უნდა იყო, შენი სწორი პოზიციის დაფიქსირებით, სიტყვით, საქმით“.

გიორგი ბალახაძე: „კულტურაზე საუბრისას იმის ხაზგასმა, რომ ის პოლიტიკასთან არაფერ შუაშია უდრის, როცა ადამიანს კლავ და თან ეუბნები, შეხედე, რა ლამაზი პიჯაკი მაცვიაო…“

ალექსანდრე ცერცვაძე: „იმის მაგივრად, რომ ისინი გაართო, მათ ბოიკოტი უნდა გამოუცხადო. სირცხვილი შენ, როგორც ქართველს“.

ავთანდილ კემულარია: „აუ, რა მარგად გაგვიტეხე ქართველებს, არადა, როგორ გაფასებდი“.

ქართველების გარდა, ამ ფოტოს ამერიკელი ქრის ფლისენთონიც ეხმაურება და აღნიშნავს:

„ისტორიის დიდებული ნაწილი აღნიშნე. მაგრამ გავიხსენოთ მისი აგრესიული ნაბიჯები უკრაინაში, ყირიმში და შესაძლოა, საქართველო შემდეგი იყოს…“

ზოგიერთი ქართველი ქეთის პოზიციას იცავს.

გოგოლაშვილი ხატია: „მართალია, ხელოვნება არაფერ შუაშია რუსეთის ბინძურ პოლიტიკასთან, მესმის იმ ადამიანებისაც, ვისაც ქეთის ვიზიტი არ მოეწონა მოსკოვში, მაგრამ ისიც არ შეიძლება, ამხელა ამბავი ატეხოთ და სხვას მიუთითოთ, რა წეროს და რა ფოტო დადოს საკუთარ გვერდზე)))“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g