LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი ქართველიშვილი: „რომის პაპმა გვითხრა, რომ ძალიან უყვარს ჩვენი პატრიარქი, მისი ნაწარმოებები და ქართული ღვინო…“

550
კაპელა

სიქსტეს კაპელაში ქართველი შემსრულებლების კონცერტი წლის მოვლენად იქცა. ერთ-ერთი მომღერალი, ქართული სექსტეტის სოლისტი და კონსერვატორიის კურსდამთავრებული ქეთი ქართველიშვილია, რომელმაც ორი სიმღერა შეასრულა, მათ შორის პატრიარქის მიერ დაწერილი „კირიე ელეისონ“.

ის ჟურნალ „თბილისელებს“ უზიარებს შთაბეჭდილებებსა და ემოციებს, რაც ვატიკანში ყოფნისას მიიღო:

„როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე მაინც არ ვიყავით ამ საოცარი კულტურული შოკისთვის მზად. მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით და მთელი შემართებით ვემზადებოდით ამ ღონისძიებისთვის და გააზრებული გვქონდა პასუხისმგებლობაც, საბოლოო ჯამში, მაინც აღმოჩნდა, რომ ემოციურად ასმაგი და ათასმაგი შოკი მივიღეთ…

რომის პაპს თქვენც შეხვდით?

დიახ და ძალიან ამაღელვებელი იყო. აღფრთოვანებულები ვართ მისი დიდსულოვნებით. მან არ დაიშურა კომპლიმენტები ქართული სიმღერისა და ჩვენ მიმართ. აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ჩვენი პატრიარქი და მის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები. ასევე აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს ქართული ღვინო, გვისურვა წარმატებები და ძალიან დადებითად გაწნყობილი დაგვშორდა“. 

ლანა ღოღობერიძე: „ჩვენი საგალობლები სიქსტეს კაპელაში, მიქელანჯელოს ერთმანეთისკენ გაწვდილი და თითქმის შეერთებული  ორი ხელის ფონზე – ყველაზე უტყუარი, ნაღდი, ერის  ნამღერი გზავნილი: ჩვენი გამოწვდილი ხელი თქვენკენ თქვენი ხელის მოლოდინში!“

სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ვატიკანში, „სიქსტეს კაპელაში“კონცერტს მართავს

მარიკა ბაკურაძე სიქსტეს კაპელაში ქართველთა კონცერტზე: „ძლივს, ამ დონის, უნაკლო და ღირსეული ნაბიჯი ვაჩვენეთ ევროპასაც და მთელ მსოფლიოსაც და შეირგეთ, გაიხარეთ… ასეთი რთულია კარგის აღიარება და ჯანსაღი სიხარული?“

magti 5g