LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი წიკლაური: „მამა ჩემთვის ჯერ ცოცხალია…“

521
ketiwiklauri29

მომღერალი ქეთი წიკლაური, მამას, თემურ წიკლაურს იხსენებს „პოსტივის“ გადაცემაში. ის აღნიშნავს, რომ ახლა ბევრად უფრო ცუდად გრძნობს თავს…

ქეთი წიკლაური:

„ბევრმა მითხრა, მერე ბევრად უფრო რთულად იქნებიო. იმდენად დიდხანს ვიბრძოლეთ და გვქონდა იმედები, რომ ველოდებოდით, დაძლევდა თემური… 40 დღე ცოტაა იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს უზარმაზარი დანაკარგი, ამას დრო სჭირდება და მიჩვევა, რომ ამ ტკივილთან ერთად იცხოვრო. მამას ნივთები ჯერ არც გადამილაგებია, იმდენად მტკივნეულია ჩემთვის ამ ყველაფერთან შეხება. ჯერ ცოცხალია ჩემთვის. იმიტომ კი არა, მე მგონია, რომ ცოცხალია და რაღაც დამემართა ფსიქიკურად, უბრალოდ, ნამდვილად ცოტა დრო გავიდა. მით უმეტეს, მამას ხელოვნება სახალხოა და უკვდავია… იმდენად მიჩვეული ვარ ბავშვობიდან, რომ მამა გასტროლზეა, ვიჭერ ხოლმე ჩემს თავს, რომ ის გასტროლზეა, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ის აღარ დაბრუნდება…“

ქეთი წიკლაური აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, სულ იცოდა ხალხის სიყვარულის შესახებ, პანაშვიდებზე მაინც გაკვირვებული დარჩა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g