LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი წიკლაური: „მივწერე, მამიკო, ძალიან მიყვარხარ და მაგრად იყავი-მეთქი, მომწერა, შვილიკო, მეც მიყვარხარ და ვეცდები, კარგად ვიყოო…“

502
qetiwiklaurti5656678

თემურ წიკლაურის ქალიშვილი, ქეთი, „პროფილს“ ესტუმრა და მამის გარდაცვალების შესახებ ემოციურად ისაუბრა. მაია ასათიანმა ჰკითხა მას, მოახერხა თუ არა მამასთან გამომშვიდობება.

ქეთი წიკლაური:

„ძალიან მწარე მომენტია ჩვენთვის დღესდღეობით… მამა დიდი ხანი ავადმყოფობდა კოვიდის გამო. საავადმყოფოში იწვა ნახევარი თვე, ორმოცი დღე კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გათიშული იყო და ჩვენ საერთოდ ვერ ვკონტაქტობდით. მანამდეც უჭირდა საუბარი, რადგან ჟანგბადის ნიღბები ეკეთა და ცუდად ისმოდა. ხშირად არც ვაწუხებდი, რადგან უძნელდებოდა საუბარი. უფრო მეტად ვიხსენებ მიწერას… მამა ჯერ თბილისში იყო კლინიკაში, შემდეგ გორში გადაიყვანეს. მივწერე, მამიკო, ძალიან მიყვარხარ და მაგრად იყავი-მეთქი, მომწერა, შვილიკო, მეც მიყვარხარ და ვეცდები, კარგად ვიყოო. როცა გათიშული იყო და რეანიმაციაში იწვა, რამდენჯერმე ჩასულები ვიყავით მე და ჩემი შვილი და დავემშვიდობეთ, ფაქტობრივად იქ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g