მცირე ხნის წინ, მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ქალიშვილის, ასევე მსახიობ ქეთი წიქვაძის შესახებ საზოგადოებას საინტერესო სიახლე გაუმხილა. როგორც მან აღნიშნა, უკვე ორი წელია, ქეთი რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟის, ნიკას მეუღლეა.
წყვილი კი ახლა შვილს ელოდება, რომელიც ნანა ლორთქიფანიძისთვის მესამე შვილიშვილი იქნება.
ვიდეო: ფეხმძიმე ქეთი წიქვაძე დედამთილის, თეონა თავართქილაძის იუბილეზე
ქეთი 22 წლის იყო, როცა პირველი ოჯახი შექმნა, თუმცა ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და მეუღლეს მალევე დაშორდა. მას ორი შვილი, ილია და გიორგი ჰყავს.
მსახიობი Primetime-თან ინტერვიუში ცხოვრების ახალ ეტაპზე ჰყვება და აღნიშნავს, რომ ნიკა „ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა“.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„მე და ნიკა ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, დიდი ხანია ერთად ვართ. ერთმანეთი ოჯახების მეშვეობით არ გაგვიცნია, თუმცა, ჩვენი ოჯახები ახლობლობდა და ზუსტად ეს ახლობლობა იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა უფრო საპასუხისმგებლო და მოსაფრთხილებელი ყოფილიყო. იგივე პასუხისმგებლობა გვქონდა ჩემი შვილების მიმართ; არ გვინდოდა ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი ბიჭებისთვის, რაიმეთი მტკივნეული ყოფილიყო. ამიტომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ ამ ყველაფერს და ასეც მოხდა.
ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს.
ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ – მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ, ვიდრე „ვ-რძალ-ვ-დედამთილ-ვ-მამამთილობთ“. დღეს კი ყველა ერთად ვართ პატარა ბიჭის მოლოდინში…
ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა – მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო“
იხილეთ ვრცლად.