სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ში დაკარგული ქართველი გოგონა ცოცხალია და ოჯახთან კომუნიკაცია ჰქონდა. ახლობლები ახლა ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ.
„ქეთომ დარეკა, თქვა რომ უსაფრთხოდაა თუმცა ჯერ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი. ამ ეტაპზე მთავარია ბავშვი ცოცხალია, იმედია ლოკაციასაც მალე დაადგენენ. ამ ეტაპზე ესაა ბოლო ინფორმაცია. ბავშვს ნაპოვნად ჩავთვლით მაშინ, როცა დავინახავთ და ხელით შევეხებით. ამ ეტაპზე სადაა არ ვიცით. ვეძებთ“, – წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და ოჯახის მეგობარი ბელა მაღლაფერიძე.
სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს ასევე ანანო კაკაბაძე, რომელიც ქეთის დაა.
„გამოვიდა კონტაქტზე. რაც მთავარია კარგად არის. ქეთო სახლში გელოდება დედა ❤️ მალე მოდი. ქეთოს ხმა გავიგეთ. მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვადგენთ ადგილსამყოფელს. ყველას მადლობა“, – წერს ანანო კაკაბაძე.
ცნობისათვის, აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა ელენე ბერიძემ გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი ქალიშვილი 16 წლის ქეთი მაყაშვილი დაიკარგა. საქმეში ჩართული იყო პოლიციაც.
„მეგობრებო! ეს ჩემი შვილი ქეთი მაყაშვილია (KaThy Makashvili) 16 წლის. ქეთი დღეს დილით 10:20 წუთზე სახლიდან გავიდა სპორტ დარბაზში. ამ დროიდან ტელეფონი გათიშული აქვს, სპორტ დარბაზში არ მისულა, არცერთმა მეგობარმა არაფერი იცის. გთხოვთ იქნებ ვინმეს შეგხვდეთ, ან რამეს მოკრათ ყური, ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. ჩართულია პოლიცია, ფოტოები გამოკრულია ყველგან. გააზიარეთ პოსტი ყველას გთხოვთ.
🙏🙏🙏“, – დაწერა გუშინ ელენე ბერიძემ.