LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქიბარ ხალვაში : არცერთი პროფესიონალი ჟურნალისტი არხს არ დატოვებს

59

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებისადმი მორიგ მიმართვას ავრცელებს, სადაც იგი  არხის თანამშრომლებს ჰპირდება, რომ მათგან “არც ერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან”.

“კიდევ ერთხელ მინდა მივმართო “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს და კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ისინი. ძალიან კარგად მესმის რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით ტელეკომპანია “რუსთავი2″-ის მეპატრონის, მიხეილ სააკაშვილის და მისი გენერალური დირექტორის მხრიდან. მესმის და ვხვდები, თუ როგორ უნდათ გაქციონ სიტუაციის მძევლებად, როგორ ცდილობენ თქვენით მანიპულირებას, იმისთვის, რომ გაგწირონ და შეწირონ თქვენი რეპუტაცია და პროფესიონალიზმი, თქვენი სიცოცხლეც კი საკუთარი ამბიციებისა და ცხოველური ჟინის დაკმაყოფილებას.
მე გარწმუნებთ და გპირდებით, რომ თქვენგან არც ერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან”, – აცხადებს ხალვაში და ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს,  “რუსთავი 2”-სგან ხელები შორს წაიღოს.

“მივმართავ სისხლიან ტერორისტ მოძალადე სააკაშვილს! კმარა, რაც ატერორე საქართველოს მოსახლეობა! კმარა, რაც ატერორე ბიზნესმენები, გადაუწვი და ჩამოართვი საკუთრება, დაუნგრიე ცხოვრება! კმარა, რაც ატერორე “რუსთავი 2” და იძალადე თავისუფალ სიტყვაზე! ხელები შორს “რუსთავი 2″-სგან”, – აცხადებს ხალვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g