LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქიმიას იკეთებს და წამლის ფული სჭირდება..” -12 წლის მარიამის დასახმარებლად მიმართვა ვრცელდება

325
Capture

12 წლის მარიამ რეხვიაშვილს საზოგადოების თანადგომა და დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ოჯახის მეგობარმა გაავრცელა.

“მარიამ რეხვიაშვილი 12 წლის სუპერგმირია, რომელმაც სულ რაღაც ორი კვირის წინ დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის! მისი დიაგნოზი კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა! მარიამს მარტოხელა დედა ზრდის. მამა სულ ციცქნა იყო რომ დაეღუპა.. მას და მის დედიკოს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ!

დიაგნოზის გაგებისთანავე მეგობრების დახმარებით შეგროვდა პასპორტების და კვლევების ფული, თუმცა მარიამის 40 სიცხიანი და დამძიმებული მდგომარეობით გადაფრენა ევროპაში ვერ მოხერხდა. დაიწყეს მკურნალობა იაშვილის კლინიკაში. მარიამს უკვე დაუწყეს ქიმიოთერაპიის გადასხმა….

ამჟამად ოჯახი კლავ ცდილობს შეაგროვოს წასასვლელი თანხა, რაც ეყოფათ ბილეთებზე, იქ ცხოვრებაზე მანამ სანამ მარიამს მკურნალობას დაუწყებენ. სოციალურად დაუცველებს ამჟამად შემოსავალიც ფაქტობრივად არაფერი აქვთ და ყოველდღიური ხარჯებისთვისაც სჭირდებათ თანხა!

ყველამ ვიცით რომ კვებაც ოჯახის მოსაგვარებელია და მედიკამენტების ნაწილიც!

ვისაც გაქვთ სურვილი და საშუალება დაეხმაროთ მარიამს და მის დედიკოს ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში გთხოვთ ანგარიშის ნომრები იხილოთ კომენტარებში. დანიშნულებაში მიუთითეთ #მართასსახელით”, – წერია მიმართვაში.

ანგარიშის ნომრებია:

GE07TB7376545064300004

GE55BG0000000525557751

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g