LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქირურგებმა მამაკაცის მუცლიდან 50 საგანი ამოიღეს…“ – რატომ გადაყლაპა 40 წლის კაცმა კოვზები, კბილის ჯაგრისები და კალმები? რა ინფორმაციას ავრცელებს Times Entertainment-ი

161
ინდოეთი, საოპერაციო მაგიდა

Times Entertainment – ის ცნობით, ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში ექიმებმა პაციენტის კუჭიდან 50 საგანი ამოიღეს. შემთხვევა, რომელმაც შოკში ჩააგდო სამედიცინო სამყარო, ჰაპურის საავადმყოფოში მოხდა.

ქირურგებმა 40 წლის მამაკაცის მუცლიდან 29 ფოლადის კოვზი, 19 კბილის ჯაგრისი და ორი ბასრი კალამი ამოიღეს.

17 სექტემბერს დოქტორ შიამ კუმარის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა სასწრაფო ოპერაციამ წარმოუდგენელი სანახაობა გამოავლინა – ერთი ადამიანის სხეულში ათობით ნივთი იყო ჩარჩენილი.

მამაკაცი, რომელიც ერთი თვით ადრე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ცენტრში მკურნალობდა, საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაყვანამდე მუცლის ძლიერ ტკივილს უჩიოდა.

ექიმებმა განმარტეს, რომ ასეთი ქცევა დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, როდესაც ადამიანები იმპულსურად იღებენ ყველაფერს საკვების გარდა.

გამოცემის ცნობით, 40 წლის მამაკაცი ამბობს, რომ დამოკიდებულების საწინააღმდეგო ცენტრში მას ცუდად ეპყრობოდნენ, თავს უმწეოდ გრძნობდა და აღელვებულმა, საკუთარი თავისთვის ზიანის მისაყენებლად საგნების გადაყლაპვა დაიწყო, რაც „თვითდაზიანების სასოწარკვეთილი აქტი იყო“.

მედიკოსები ამბობენ, რომ ეს არ არის უბრალოდ „უცნაური“ ქცევა, არამედ ესა არის ღრმა ფსიქოლოგიური სტრესის ნიშანი, რომელსაც სამედიცინო ექსპერტები ხშირად იმპულსების კონტროლის დარღვევის ფორმას უწოდებენ, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ძლიერი სტრესით, ტრავმით ან ფსიქიკური დაავადებით.

Times Entertainment – ის ცნობით, ოპერაცია რთული და იშვიათი იყო. სასიცოცხლო ორგანოების დაზიანების თავიდან ასაცილებლად გუნდს ნივთების ფრთხილად ამოღება მოუწია ერთმანეთის მიყოლებით.

ექიმმა, შიამ კუმარმა აღნიშნული ფაქტი „შოკისმომგვრელად“ შეაფასა ნივთების დიდი რაოდენობის გამო.

რისკების მიუხედავად, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მამაკაცი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. როგორც მედია იუწყება, ამჟამად 40 წლის კაცი სტაბილურ მდგომარეობაშია და გამოჯანმრთელების პროცესშია.

Dio magti 5g