LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქირურგებმა ყველაზე მსუქანი ბავშვის გადარჩენა შეძლეს

578

მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ბავშვი, რომელის წონაც 11 წლის ასაკში 190 კილოგრამს შეადგენდა, გასტროშუნტირების წყალობით გახდა. ექიმების ცნობით, აღნიშნული ჩარევის გარეშე ბავშვი დაიღუპებოდა.

11 წლის არია პერმანე ინდონეზიაში ცხოვრობს. მისმა ექსტრემალურმა წონამ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მან მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ბავშვის არაოფიციალური წოდება მიიღო. ბიჭს დამოუკიდებლად 5 წუთი გავლა არ შეეძლო. დღეში ის 5-ჯერ იკვებებოდა.

ოპერაცია 5 საათს გაგრძელდა და არია მისი ყველაზე პატარა პაციენტი გახდა. ერთი თვის განმავლობაში მან 31 კილოგრამი დაიკლო. ჯაკარტას ქირურგები აცხადებენ, რომ მომდევნო 12 თვეში მან კიდევ 100 კილო უნდა დაიკლოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები