LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქიზიყელ პაპას ოცნება აუხდება და გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე შეძლებს დასწრებას | მამუკა ხაზარაძის საჩუქარი მოხუცს

4989
Untitled design

ბლოგერი ქეთა ბაღაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ და სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ქეთა წერს, Tik Tok-ზე პოპულარულ ქიზიყელ პაპას ოცნება აუხდება და გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე შეძლებს დასწრებას.

ქეთა წერს, რომ ამ ოცნებას ქიზიყელ პაპას მამუკა ხაზარაძე აუხდენს.

„Update: ხაზარაძე გაუშვებს

ტიკ-ტოკზე მყავს ჩემი საყვარელი ქიზიყელი პაპა. შვილიშვილი უღებს ხოლმე ვიდეოებს. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე წასვლაო.

ძალიან ბევრი კარგი კომპანიის დამფუძნებელი და თანამშრომელი მყავს მეგობრებში. ამაზე მეტი კარგი ხალხი კიდევ თქვენ გყავთ. გავუშვათ ეს პაპა გერმანიაში, რა იქნება?

გადააშეარეთ და სთხოვეთ თქვენც, თქვენ კარგ მეგობრებს.

სანაცვლოდ მე ჩემს პლატფორმებზე ფროდაქთ ფლეისმენთს არ მოვაკლებ სპონსორ კომპანიას. ✨ პლზ პლზ პლზ“, – წერს ქეთა ბაღაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები