დები კარდაშიანები არ უშვებენ შანსს ხელიდან, მიიქციონ მედიის ყურადღება. ეს იქნება უცნაური და ექსტრავაგანტული სამოსი, ბიკინში გადაღებული ფოტოები, შიშველი სხეულის დემონსტრირება, საუბრები სექსზე და მრავალი სხვა. ამჯერად ქლოე კარდაშიანმა მორიგი სიურპრიზი მოუმზადა მედიას და გულშემატკივრებს.
ქლოე ლოს-ანჯელესში თეთრი ფერის სამოსსა და გრძელ პალტოში გამოჩნდა. ფოტოგრაფების ყურადღება მიიქცია კარდაშიანის ფრჩხილის ფორმამ და ლაქის ფერმა, რომელმაც რეალითი-შოუს ვარსკვლავის სექსუალური სამოსიც კი დაჩრდილა. ქლოეს თან ახლდა დედა კრის ჯენერი ბოიფრენდთან ერთად.