LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქლოე კარდაშიანმა ალკოჰოლიზმზე სარეაბილიტაციო ცენტრში იმკურნალა

63

რეალითი-შოუს 31 წლის ვარსკვლავმა ქლოე კარდაშიანმა საკუთარ წიგნში „Strong Looks Better Naked“ აღიარა, რომ ალკოჰოლიზმზე იმკურნალა. ქმრის, ლამარ ოდომის ფონზე, რომელიც ძლივს გადაურჩა სიკვდილს ნარკოტიკისა და ვიაგრას ზედოზირების გამო, ქლოეს ალკოჰოლზე დამოკიდებულებას ვერავინ წარმოიდგენდა.

2003 წელს ქლოეს მამა, რობ კარდაშიანი გარდაიცვალა. მან ძალიან მძიმედ გადაიტანა მშობლის გარდაცვალება და შვება ალკოჰოლში იპოვა. ქლოე მაშინ 19 წლის იყო და მისი ორგანიზმი ალკოჰოლზე სწრაფად გახდა დამოკიდებული.

კარდაშიანის თქმით, წვეულებებზე „პულსის დაკარგვამდე“ერთობოდა. მისი გადარჩენა უფროსმა დამ კორტნიმ სცადა, თხოვდა, ემკურნალა სარეაბილიტაციო ცენტრში. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო, 2007 წელს ქლოე დააპატიმრეს და ქალების ციხეში აღმოჩნდა. მართალია, კარდაშიანმა საპყრობილე რამდენიმე საათში დატოვა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, მიეღო გადაწყვეტილება, ცხოვრების სტილი შეეცვალა. ამ პერიოდის განმავლობაში კი ქლოესთან ერთად მისი და, კორტნი იყო, რომელიც ყველა სირთულის გადალახვაში დაეხმარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g