LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქმართან დაშორება ყველაზე რთული პერიოდი იყო, თუკი რამე გადამიტანია ჩემი ცხოვრების განმავლობაში…“ – დღის რომელი მონაკვეთის გადატანა უჭირს ყველაზე მეტად თამო ვაშალომიძეს

468
page

თამო ვაშალომიძე ჟურნალ „თბილისელებს“ (20 ოქტომბრის ნომერი) უმხელს, თუ რა გადაიტანა მას შემდეგ, რაც მეუღლეს დაშორდა:

„ამ თემაზე საუბარს ვერიდები, თუმცა გეტყვით, რომ ქმართან დაშორება ყველაზე რთული პერიოდი იყო, თუკი რამე გადამიტანია ჩემი ცხოვრების განმავლობაში. სახლიდან რომ წამოვედი და ნულიდან დავიწყე ცხოვრება, მაშინ არ მქონია ასეთი სულიერად რთული პერიოდი. რთულად გადავიტანე და მადლობა ღმერთს, ბავშვები მყავს, კომპანია მაქვს, უცხოეთში მიწვევენ ღონისძიებებსა და ფესტივალებზე და სულ დაკავებული ვარ. და ისეთი კარგი მეგობრები მყავს, ჩემს თავთან მარტო არ მტოვებენ. ძალიან რთულია, როცა სულ სხვა გეგმები და მიზნები გაქვს, წლების მერე ხედავ შენს მომავალს და უცენ, კედელი ინგრევა და გაურკვევლად რჩები. განსაკუთრებით ღამე მიჭირს, როცა დღის რუტინული შრომის მერე, საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. ღამე რთული გადასატანია ჩემთვის, თუმცა ვიცი, ესეც გაივლის, ეს დროც მოვა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g